საქართველო საერთაშორისო პლატფორმა "Condé Nast Traveller"-ზე

02 ივნისი 2020, 21:42 245 ნახვა

"​Condé Nast traveller"-ი იმ ადამიანებს, ვინც საზაფხულო მოგზაურობას გეგმავს, საქართველოში სტუმრობას ურჩევს.

"რომელი ქვეყნები იხსნება საერთაშორისო მოგზაურთათვის?“ ამ სათაურით გამოაქვეყნა პორტალმა სტატია. მალდივები, საქართველო, საბერძნეთი შრი-ლანკა, ესპანეთი და ბალი - ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელსაც პორტალი მოგზაურებს სთავაზობს.

"თუ ოცნებობთ საზაფხულო მოგზაურობებზე, თუ გამოცდილი მოგზაური ხართ და ჯერ კიდევ ფიქრობთ, სად გაემგზავროთ ზაფხულში, გთავაზობთ იმ ადგილთა ჩამონათვალს, რომლებიც პანდემიის შემდეგ პირველად მიიღებენ ტურისტებს. 

საქართველო ადგილობრივი ტურიზმისთვის 14 ივნისს იხსნება, ხოლო საერთაშორისო ტურისტებისთვის ემზადება და 1 ივლისიდან გახსნის საზღვრებს. საქართველოს მიზნად აქვს დასახული პირველთაგანი იყოს იმ ქვეყანათა ჩამონათვალში, რომლებიც საერთაშორისო დამსვენებლებისთვის გაიხსნებიან და ამისთვის ახალი ზომები განისაზღვრა უსაფრთხოებისა და პირადი ჰიგიენის ნაწილში, თან მოგზაურთა დასამშვიდებლად.

საწყის ეტაპზე საქართველო მიიღებს ტურისტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ „მწვანე ზონებში“, რაც ახალი კორონავირუსისგან თავისუფალ ადგილებად არიან მიჩნეულნი. საქართველოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მთელს ევროპაში, რადგან მხოლოდ 794 შემთხვევაა გამოვლენილი“ - წერია სტატიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში