ევროკავშირის მოწოდება

31 მაისი 2020, 12:25 919 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა აშშ-ის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით საერთო წერილი გამოაქვეყნეს. მათ აშშ-ს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდეს.

„მაშინ, როცა სამყარო „კოვიდ-19“-ის პანდემიის წიანააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს, მთავარი ამოცანა სიცოცხლის გადარჩენა და პანდემიის შეკავებაა. ევროკავშირი აგრძელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას და უკვე უზრუნველყო ორგანიზაციის დამატებითი დაფინანსებაც''-წერია წერილში.

ამასთან ნათქვამია, რომ ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად მრავალმხრივი ძალისხმევა, გლობალური თანამშრომლობა და სოლიდარობა ერთადერთი ეფექტური და სიცოცხლისუნარიანი გზაა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა გააგრძელოს პანდემიაზე საერთაშორისო რეაგირება, ხელმძღვანელობა ახლაც და მომავალშიც.ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში