სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა

30 მაისი 2020, 20:18 439 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, სადაც დარღვევებზე წერია და რეკომენდაციებიც არის მოცემული. სახელმწიფო მაკონტროლებლის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არ ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო (უნებართვო) მშენებლობების შეჩერება და აღმოფხვრა, ხოლო რიგ შემთხვევებში, ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა. მერიამ არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთზე მზიდი კონსტრუქციებით უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე.

ამასთანავე, სხვადასხვა პირის მიერ კვლავ გრძელდება უნებართვოდ აშენებული შენობებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკავება და სარგებლობა, რაც შესაძლოა მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არამართლზომიერ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული; დარღვევები სხვა მიმართულებითაც არის გამოვლენილი. იზიარებენ თუ არა აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს და რა პასუხი აქვთ ბათუმის მერიაში ნონა დიასამიძის სიუჟეტიდან გავიგებთ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი