თუ ლეგალური საფუძველი არსებობს გადაწყვეტილებას მივიღებთ - თურნავა თურქეთში დასაქმებულების კომპენსაციაზე 

28 მაისი 2020, 11:24 4338 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თუ თურქეთის მხარეს დასაქმებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის საკითხზე, ლეგალური საფუძველი არსებობს, გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

მისივე თქმით, ამ პრობლემას ცალკე განიხილავენ.

„თუ რაიმე ლეგალური საფუძველი არსებობს ამ საკითხის გადაწყვეტის, დარწმუნებული ვარ, რომ გამოინახება. პრემიერმა დავალება მისცა ფინანსთა სამინისტოს სეზონურ დასაქმებულებთან დაკავშირებით'' - განაცხადა ნათია თურნავამ.

მოქალაქეებმა ბათუმში აქცია რამდენჯერმე გამართეს. ისინი პანდემიამდე თურქეთში, საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში მუშაობდნენ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ კი სამსახურის გარეშე დარჩნენ.

საქართველო-თურქეთის საზღვარი ოფიციალურად 15 მარტს ჩაიკეტა. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში