23 მაისიდან ავტომობილების ტექინსპექტირება კვლავ სავალდებულო ხდება

20 მაისი 2020, 14:11 348 ნახვა

საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, ანუ 23 მაისიდან, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება შესაბამის ვადებში, ანუ მანქანის რეგისტრაციის თარიღამდე კვლავ სავალდებულო ხდება.

ის ავტომფლობელები, ვისაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდათ ტექინსპექტირების გავლა და კარანტინის გამო ვერ ახერხებდნენ საკუთარი ავტომობილის ინსპექტირების ჩატარებას,  ვალდებული არიან 23 მაისიდან 2 თვის ვადაში გაიარონ ტექინსპექტირება.

ტექინსექტირების წესებში მთავრობის დადგენილებით 1 აპრილიდან ცვლილებები შევიდა.

​ტექინსპექტირებისას ავტომობილები მოწმდება შემდეგი ელემენტების მიხედვით:

1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია

2. სამუხრუჭე აღჭურვილობა

3. საჭით მართვის სისტემა

4. ხილვადობა

5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა

6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება

7. შასი და მისი შემადგენლები

8. სხვა მოწყობილობები

9. უარყოფითი ზემოქმედება (მათ შორის, გამონაბოლქვი)

10. დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

ინსპექტირება აუცილებლად უნდა ჩატარდეს 2020 წლის 22 ივლისამდე. ანუ, 60 დღის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი