ბათუმში ხვალ 27 გრადუსამდე დათბება

19 მაისი 2020, 16:47 429 ნახვა

ხვალ და ზეგ აჭარაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც სანაპირო კურორტებზე, ასევე მთაში ტემპერატურა 20 მაისს +22,+27, ზეგ კი +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

21 მაისს ასევე პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის ცხელი ქარი.

ზღვის წყლის ტემპერატურა დაბალი, 16 გრადუსი იქნება, თუმცა მზის ულტრაიისფერი ინდექსი დაფიქსირდება ნიშნულით #9. მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს დამცავი საშუალებების გამოყენება აუცილებელია.

 

 

ფოტო: აჭარლები

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი