''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები დაკითხვაზე არ ცხადდებიან

29 სექტემბერი 2016, 00:00 2792 ნახვა

”ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაკითხვა კვლავ დღის წესრიგში დგას - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ. უწყების ინფორმაციით გამოძიება კანონით გათვალისწინებული პროცედურებით გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში ნაციონალური მოძრაობის წევრები ამ დრომდე არ ცხადდებიან. ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით უწყებაში სულ 5 წევრია დაბარებული.  გამოძიება სისხლის სამარტლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში