პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი  დააკავა

17 მაისი 2020, 12:09 1823 ნახვა

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ბათუმში  შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ერთი პირი  დააკავეს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ბათუმში, მეუღლეს - 1971 წელს დაბადებულ  არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

„პოლიციამ ბრალდებული  მომხდარიდან მალევე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში