საქართველო პირველ სტუმრებს ისრაელიდან მიიღებს - გიორგი გახარია

14 მაისი 2020, 11:24 1750 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, კრიზისი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა.

„საქართველო უნა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას და სტუმრების მიღებას. რამოდენიმე ქვეყანასთან წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს რომელიც წარმატებით დასრულდება. პირველი ესეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი რომელიც უზრუნველყოფს, ძალიან მალე, სტუმრების მიღებას. აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ავსტრიასთან და ჩვენს მეზობლებთანაც და ყველა ეს მიმართულება იქნება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი'' - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში