საქართველოში ლონდონიდან დღეს 120 მოქალაქე დაბრუნდება

12 მაისი 2020, 10:05 271 ნახვა

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს, 12 მაისს,  ჩარტერული რეისი ლონდონი-თბილისი განხორციელდება. ქვეყანაში კიდევ 120 ადამიანი დაბრუნდება. მათ შორის სტუდენტები, ხანდაზმული პირები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები და ტრანზიტული მგზავრები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორტის სამგზავრო ადგილები სრულად ათვისებული არ არის, რაც სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობის კლების ტენდენციაზე მიუთითებს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,965 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 10,698 მოქალაქე.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების: 15 მაისი - ამსტერდამი-თბილისი; 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი - ათენი-თბილისი; 22 მაისი - რომი-თბილისი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი