''პიკი არ გამოდგა ციცაბო“ - არის თუ არა პლატო საიმედო?

09 მაისი 2020, 18:01 1999 ნახვა

თუ რაღაცა სისულელე არ ჩავიდინეთ, თუ რაღაც ისეთი შეცდომები არ დავუშვით, როგორიც იყო დაშვებული ბოლნისის და მარნეულის, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ანდა ლენტეხში, სადაც 50 კაციანი სუფრა გამართეს, მე მგონია, რომ კოვიდინფექციის პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა მინიმალური დანაკარგით დავძლიეთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, თუკი მობილიზაციის და რეკომენდაციების დაცვის ეს ხარისხი გაგრძელდა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად აღარ მოიმატებს. ცერცვაძის განცხადებით, ექსპერტების ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში