განიხილავს თუ არა ბათუმის საკრებულო "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკრიზისულ გეგმას დღეს გადაწყდება

08 მაისი 2020, 10:12 1252 ნახვა

დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. "ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოსგან მათი წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის განხილვას ითხოვს. რიგგარეშე  სხდომის ჩატარებისთვის 13 დეპუტატის შეკრებაა საჭირო. საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე არ აპირებს  სხდომას დაესწროს. მისი ინფორმაციით, მერია საგანგებო ბიუჯეტზე უკვე ერთი თვეა მუშაობს. ადგილობრივი თვითთმართველობის კოდექსისა და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის თანახმად,  იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სხდომას არ ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე, სხდომას ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, სხდომას ხელმძღვანელობს საკრებულოს უხუცესი წევრი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში