6 მაისს საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად შეიცვლება

04 მაისი 2020, 14:22 904 ნახვა

6 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და შკვალური ქარი (შკვალი - ხანმოკლე ძლიერი ქარი).  

6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია სინოპტიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება. მოიმატებს ძლიერი ნალექების, სეტყვის და ქარის გაძლიერების შესაძლებლობა. ზღვაზე შეიქმნება 3-4 ბალიანი ღელვის პირობები.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე  წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

6 მაისს, ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება სანაპირო კურორტებზეც - მოსალოდნელია წვიმა და დასავლერთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა დაიკლებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი