ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 13 საკითხი განიხილეს

30 აპრილი 2020, 20:04 1533 ნახვა

ბათუმის საკრებულოს დღევანდელი ხმაურით დაიწყო.  კამათი დღის წესრიგზე მსჯელობას მოჰყვა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მათ მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა და საკითხის დღის წესრიგში შეტანა მოითხოვა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარე არ დაეთანხმა. საკრებულოს მიერ დღეს დამტკიცებული საკითხების უმრავლესობა  პანდემიის პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულ შეღავათებს ეხებოდა.

დასუფთავების მოსაკრებელს  3 თვის განმავლობაში   მოქალაქეები არ გადაიხდიან.  გადასახადისგან თავისუფლდებიან, მერიის ქონებით მოიჯარეები და პრივატიზებით მიღებული ქონებით მოსარგებლეები, მათ შორის ყველა კატეგორიის  გარემოვაჭრე და  სხვა კონტრაქტორები.  საკრებულოს მიერ დამტკიცებული განკარგულების პროექტის თანახმად, სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიები შეჩერებული  საქმიანობის   პირობებში  ნებართვის ფასს არ გადაიხდიან.  ასევე გამარტივებული წესით განისაზღვრა მშნებლობის ნებართვის გაცემა კერძო სახლებზე.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში