დღეს გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო 50 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებულ სამართალდამცავთან დაკავშირებით

21 აპრილი 2020, 10:01 299 ნახვა

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო 50 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებულ სამართალდამცავთან დაკავშირებით, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად უნდა წარედგინოს. შემდეგ  სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა, რასაც 50 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქალს ბრმა ტყვია საკუთარ სახლში მოხვდა. დაკავებულ პოლიციელს შინაპატიმრობა ან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა მას გაუფრთხილებლობით მკვლელობას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი