საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 266-მდე გაიზარდა

13 აპრილი 2020, 10:14 2352 ნახვა

საქართველოში ​COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ცხრით გაიზარდა და 266 შეადგენს. მონაცემები საიტზე ცოტა ხნის წინ განახლდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 67. 

ქვეყანაში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში - 4872, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 453 მოქალაქე რჩება. 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი სამს შეადგენს. მათ COVID-19  სხვა ქვეყანაში დაუდგინდათ, მკურნალობას კი აქ აგრძელებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში