თბილისში ამერიკიდან სპეცრეისით ქართველი სკოლის მოსწავლეები დაბრუნდნენ

10 აპრილი 2020, 22:06 1967 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ თბილისის აეროპორტში ამერიკიდან სპეციალური რეისი ჩამოფრინდა, რომლითაც საქართველოს 79 მოქალაქე ჩამოფრინდა. ქართველ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად თვითმფრინავში სომხეთის მოქალაქეებიც იმყოფებიან.

ადგილზე მობილიზებულია ავტობუსები და სპეციალურად ეკიპირებული მედპერსონალი. მგზავრები აეროპორტის შენობაში გაივლიან თერმოსქრინინგს.

არსებული რეკომენდაციების მიხედვით, ყველა მგზავრი ავტომატურად 14 დღიან კარანტინში იქნება გადაყვანილი.

ვარშინგტონი - დოჰა-თბილისი - სპეცრეისი საქართველოსა და შეერთებული შტატებისა მთავრობამ უზრუნველჰყო

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში