ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის Covid 19-თან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს

08 აპრილი 2020, 19:22 981 ნახვა

ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს.

ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს დეპარტამენტის დირექტორი ლოურენს მერედითი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ევროკავშირი 80 მილიონ ევროს სასწრაფო საჭიროებებისთვის გამოყოფს, ხოლო 883 მილიონ ევროს – მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის. ამ თანხიდან 183 მილიონ ევროზე მეტს საქართველო მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ჯამში 962 მილიონ ევრო გამოიყოფა.

 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში