ქალაქ ვანში კონტროლი მკაცრდება - ზომები ვანში ინფიცირებულ პირს და მის კონტაქტებს უკავშირდება

08 აპრილი 2020, 13:38 1897 ნახვა

იმერეთში, ქალაქი ვანის ტერიტორიაზე ბლოკპოსტები განლაგდება და მოქალაქეების უფრო მკაცრი შემოწმება მოხდება -  ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, სწორედ ქალაქ ვანში დაფიქსირდა კოვიდ შემთხვევა. მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა, თუმცა მაინც მიიღეს გადაწყვეტილება ზომების გამკაცრების. 

"ასევე როგორც არის ინფორმაცია გავრცელებული, არის რამდენიმე ახალი შემთხვევა, ერთ შემთხვევაში უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა. დადგენილია გარკვეული კონტაქტები, ასევე მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპისთვის მიღებული იქნა იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს დანარჩენ ცხრა მუნიციპალიტეტში მოქმედებს, შემოღებული იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი, ასევე მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნტქები, სადაც მოხდება თერმოსკრინინგი ჩვენი თანამოქალაქეების, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ანაოლოგიური განხორციელდება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ანუ ტერიტორიაზე დაიდგმება ბლოკპოსტები და ქალაქში შესასვლელებსა და გამომსვლელებს შეამოწმებენ. მოქალაქეებს გაუზომავენ სიცხეს და ჩაუტარდებათ თერმოსქრინინგი.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში