სარფში შემოსულ სატვირთო მანქანებს დეზინფექცია უტარდება 

06 აპრილი 2020, 10:18 1281 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გრძელდება.  სამხედროები სარფი-ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთებზე 24 საათიან რეჟიმში იმყოფებიან.

უწყების ცნობით, სარფის საბაჟოდან შემოსულ სატვირთო მანქანებს სპეციალური ხსნარებით დეზინფექციას უტარებენ. ასევე მიმდინარეობს მგზავრები თერმოსკრინინგი.

საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ, აჭარაში საქართველოს თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 6 საკონტროლო პუნქტზე იმყოფებიან. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში