თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო ეკიპირების 2 კვირის მარაგი აქვს

04 აპრილი 2020, 15:03 484 ნახვა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო ეკიპირების 2 კვირის მარაგი აქვს. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, საავადმყოფოში დამატებით მარაგს ელოდებიან. ეზუგბაიამ  პაციენტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუშინ, დღის პირველ ნახევარში შესული პაციენტების შემდეგ, დადასტურებული შემთხვევები არ მიუღიათ.

ეზუგბაიას განმარტებით  თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კვლევა ორ ექიმს  ჩაუტარდა, რომელთა შემთხვევაშიც კორონავირუსი არ დადასტურდა. დღეს 13 წლის  ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.ის  ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის მკურნალობას. ამავე საავადმყოფოდან დღეს 1 პაციენტს  გაწერენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი