დღეს ლონდონიდან - საქართველოში სპეცრეისი განხორციელდება

04 აპრილი 2020, 10:59 1346 ნახვა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ დღეს ლონდონი-თბილისის მიმართულებით ფრენას განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ რეისი გეგმურია და მასზე კომპანიას ბილეთების ნაწილი გაყიდული ჰქონდა ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამდე დიდი ხნით ადრე.

შესაბამისად, დღეს რეისით ისარგებლებენ მგზავრები, რომელთაც ბილეთები უკვე ჰქონდათ ნაყიდი. დარჩენილი ბილეთები კი გუშინ გაიყიდა. ლონდონი - თბილისის რეისი შესრულდება გატვიკის აეროპორტის სამხრეთ ტერმინალიდან ადგილობრივი დროით 15:15 წუთზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში