ეკონომიკის ფრონტზე ჯერ წინგადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ - დავით ბაქრაძე

03 აპრილი 2020, 16:58 423 ნახვა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ეკონომიკის ფრონტზე ჯერ წინგადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. მისივე განმარტებით უკვე დღეს უნდა ყოფილიყო კონკრეტული გეგმა იმისა, თუ როგორ იმოქმედებს მთავრობა ეკონომიკური მიმართულებით არსებული სიძნელეების დასაძლევად.

"ყოველი დღე რომელიც მიდის თვითდინებით ეკონომიკაში და ბიზნესსექტორს არ აქვს წარმოდგენა რა მოხდება ართულებს და ამძიმებს ვითარებას. ჯანდაცვის ფრონტზე ჩვენ მართალია ვხედავთ სერიოზულ ნაბიჯებს და ვხედავთ შედეგებსაც ამ ნაბიჯების უკვე, თუმცა ეკონომიკის ფრონტზე ჯერ ვერაფერს ვერ ვხედავთ. როგორც ჯანდაცვის ფრონტზე დაგვიანება იქნებოდა დამღუპველი ჩვენი მოქალქეებისთვის, ისე ეკონომიკის ფრონტზე დაგვიანება იქნება დამღუპველი ჩვენი ეკონომიკისთვის და ძალიან ბევრი ოჯახისთვის, ამიტომ ის რაც დღეს მოითხოვა პრემიერმა, ვგულისხმობ მეტი კონკრეტიკა გასატარებელი ღონისძიებების მიმართულებით, კარგია, მაგრამ ეს უნდა მოეთხოვა ორი კვირის წინ. დღე უნდა ყოფილიყო კონკრეტული გეგმა"-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკონომიკური მიმართულებით გამოყოფილი 2 მილიარდის წარმომავლობაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ მათი გათვლებით ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად 5,3 მილიარდია საჭირო.

"ვფიქრობ ეს არის საწყისი თანხა, რომელიც კრიზისთან ბრძოლაში არ იქნება საკმარისი. ჩვენი გათვლით დაახლოებით 5,3 მილიარდი ლარია საჭირო, იმისათვის, რომ სრულფასოვნად გავუმკლავდეთ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს. თუმცა კითხვები არსებობს ამ 2 მილიარდის წარმომავლობასთან დაკავშირებითაც, საიდან მოდის ის, ხდება საბიუჯეტო თანხების შემცირება, თუ დონორების თანხების შემოტანა.

დღეს პრემიერი საუბრობდა პოსტ კრიზისულ ფაზაზე, რაც ცოტა უცნაურია, მართალია პოსტ კრიზისული ფაზის ხედვა უნდა გქონდეს, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა გავიაროთ კრიზისული ფაზა. თუ ასე არ მოვიქეცით ეს პოსტ კრიზისული ფაზა იქნება ბევრად უფრო მძიმე. ამიტომ უნდა ვისაუბროთ დღეს, ხვალ და ზეგ კრიზისს როგორ გავდივართ"-განაცხადა დავით ბაქრაძემ.  

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი