ბოლნისში 19 წლის ორსულს და მის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა - შოთა რეხვიაშვილი

02 აპრილი 2020, 13:07 1195 ნახვა

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან საველე ჰოსპიტალში გადაყვანილ დედა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა დაადასტურა.

" გუშინ, 38 გრადუსი ტემპერატურით იყვნენ დედა-შვილი, ქალბატონები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისიდან, რომელთაც დღეს სამწუხაროდ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. 19 წლის ქალი ორსულია. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ესენი არიან ოჯახის წევრები და ოთხივე ფაქტი, რაც უკვე დადასტურდა არიან პირველ ფაქტთან დადასტურებული აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორიით და კონტაქტებით“, - აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

ბოლნისის საველე ჰოსპიტალში 17 ადამიანია მოთავსებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში