ერთ პაციენტს საავადმყოფოდან, დიდი ალბათობით ხვალ გავწერთ - ბათუმის კლინიკის მენეჯერი

01 აპრილი 2020, 18:05 1602 ნახვა

"ერთი ტესტი უარყოფითი მოვიდა, ხვალ ველოდებით მეორე ანალიზის პასუხს, დიდი იმედი გვაქვს, რომ ისიც უარყოფითი იქნება და ერთი პაციენტი დატოვებს ბათუმის მედალფას კლინიკას," - ამის შესახებ მედლფას კლინიკურმა მენეჯერმა, გააკეთა. 

მისი თქმით, პაციენტი კარანტინში 18 დღის წინ შევიდა, კლინიკაში კი მე-12 დღეა იმყოფება. 

ბათუმში 8 დადასტურებული კოვიდ შემთხვევაა, ყველა პაციენტი მედალფას კლინიკაში არის მოთავსებული. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 70 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ერთ პაციენტს კი პნევმონია აქვს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში