ლარი მორიგ ანტირეკორდს ამყარებს

26 მარტი 2020, 17:48 803 ნახვა

ლარი მორიგ ანტირეკორდს ამყარებს. ხვალ ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში უკვე 3 ლარი და 48  თეთრი იქნება, დაეცა კურსი ევროსთან მიმართებაშიც, ხვალიდან ერთი ევრო 3 ლარი და 81 თეთრი ეღირება, ბუნებრივია ბევრად მაღალია კურსი ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში, აქვე გეტყვით რომ ბოლო დღეებში დევალვაციის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 100 მილიონი დოლარი გაყიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში