1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0807 ლარი გახდა

18 მარტი 2020, 11:23 3167 ნახვა

ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში დღეიდან 3 ლარი და 8 თეთრია. გუშინ ერთი დოლარი, ეროვნული ბანკის კურსით, 3 ლარი და ერთი თეთრი ღირდა. ტრადიციულად გაცვლითი კურსი გაცილებით მაღალია სავალუტო ჯიხურებში. მათ უმრავლესობაში ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარსა და 15 თეთრს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ იგივე ტენდენცია ფიქსირდება ევროსთან მიმართებაშიც. გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით, ლარი ევროპულ ვალუტასთან მიმართებაში 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ღირებულება 3 ლარი და 39 თეთრი შეადგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი