ევროკავშირის საზღვრები 30 დღით იკეტება

18 მარტი 2020, 10:10 384 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპელი ლიდერები ევროკავშირის გარე საზღვრების დაკეტვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. ევროკავშირის საზღვრები 30 დღით დაიკეტება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

გამონაკლისი დაიშვება გრძელვადიანი ბინადრობის მქონე რეზიდენტებისთვის, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის, დიპლომატისთვის, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები იმ პირებისთვის, ვინც ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობს, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც ტვირთების გადაზიდვას უზრუნველყოფს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი