პოლიციამ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

08 მარტი 2020, 11:59 1575 ნახვა

თბილისში პოლიციამ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.უწყების ცნობით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული ნ.ე., ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ინციდენტში მონაწილე სხვა პირის დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში