აფრიკაში მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია

07 მარტი 2020, 11:00 1844 ნახვა

20 თებერვალს აფრიკაში მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია და უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან.მეზღვაურების უსაფრთხოდ გამოხსნის მიზნით ყველაზე დიდი ძალისხმევა გამოიჩინა გემთმფლობელმა კომპანიამ ნათქვამია საზღვაო სააგენტოს განცხადებაში.

მოლაპარაკებების პროცესში საზღვაო სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტროც მონაწილეობდნენ ინციდენტი 20 თებერვალს ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე აფრიკის მიდამოებში მოხდა. შეიარაღებული თავდასხმისას იყო გასროლაც, თუმცა არავინ დაშავებულა. გაიტაცეს 11 მეზღვაური მათ შორის 4 ქართველი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში