კაცს, რომელიც ქალს შანტაჟით სექსუალურ კავშირს აიძულებდა 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა - პროკურატურა

26 თებერვალი 2020, 14:30 491 ნახვა

კაცს, რომელიც ქალს შანტაჟით სექსუალურ კავშირს აიძულებდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულებისა და გამოძალვისთვის ბრალდებული კაცი დამნაშავედ ცნო.

''სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.ქ.-მ უკანონოდ მოიპოვა ს.გ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები, რომლებიც 2019 წლის იანვარში დაზარალებულის მეგობარს გადაუგზავნა. ზ.ქ. აღნიშნული მასალის გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა და 300 ლარის გადაცემას მოითხოვდა. სამართალდამცველებმა ზ.ქ. 2019 წლის 20 მაისს ქ.სიღნაღში დააკავეს'', - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროკურატურამ დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სექსუალური ხასიათის იძულებას, 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელებას და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარას გულისხმობს  ბრალდება წარუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ქ. წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი