პოლიციამ მოპედის ქურდობისთვის 19 წლის მამაკაცი დააკავა

26 თებერვალი 2020, 11:10 1443 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 წლის მამაკაცი, წარსულში ნასამართლევი თ. პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ მოპარული მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ფოტო:არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში