ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს

25 თებერვალი 2020, 18:25 290 ნახვა

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს. რუსული ოკუპაცია იყო ხელისუფლების წარმომადგენელთა სიტყვით გამოსვლის მთავარი თემა დღეს, იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებებზე. პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მემორიალებთან  მიაგეს. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ორი ქვეყნის ბრძოლა დღესაც გრძელდება. „საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას“ - ასეთია ამერიკის მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს ოკუპაციის დღეს.

გიორგი აბაზაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში