საბჭოთა ოკუპაცია - აჭარის მუზეუმში დაცული მასალების გამოფენა მოეწყობა

24 თებერვალი 2020, 14:00 1329 ნახვა

ხვალ, 25 თებერვლას, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში კვირეული გაიხსნება.  მუზეუმში, მთელი კვირის განმავლობაში საბჭოთა ოკუპაციის თემაზე დაცული მასალები გამოიფინება, მუზეუმში დაგეგმილია ლექციების კურსიც საქართველოს ანექსიის თემაზე. 

ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი ბათუმში, ხ. ახვლედიანის ქუჩაზე, 4 ნომერში (ყოფილი ჯინჭარაძის) მდებარეობს. 

1921 წლის 24 თებერვალი - რუსეთ-საქართველოს ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კმ-ზე იყო გადაჭიმული. თბილისის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლა გამართეს იუნკერებმა... თავგანწირვის მიუხედავად, დამარცხდნენ... გენერალმა გ. კვინიტაძემ მიიღო ​ უკანდახევის გადაწყვეტილება, მთავრობამ დატოვა თბილისი და შემდეგ საქართველო ისე, რომ კაპიტულაცია არ გამოუცხადებია.

25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. სერგო ორჯონიკიძემ ლენინს აცნობა დეპეშით: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!“.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში