მეკობრეების მოთხოვნები ამ დრომდე უცნობია

23 თებერვალი 2020, 12:06 1391 ნახვა

მეკობრეები, რომელებმაც მეზღვაურები გაიტაცეს, კონტაქტზე ჯერ არ გამოსულან, შესაბამისად მათი მოთხოვნები ამ ეტაპზე უცნობია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური კომუნიკაცია აქვს გემთმფლობელ კომპანიასთან.

აფრიკაში, ქალაქ ლაგოსთან მდებარე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს მეკობრეები თავს დაესხნენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გატაცებული 10 მეზღვაურიდან 4 საქართველოს მოქალაქეა. გემზე ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში