“ოცნების ქალაქში” კორპუსების მშენებლობა იწყება

21 თებერვალი 2020, 16:15 819 ნახვა

ე.წ. ოცნების ქალაქში მშენებლობა იწყება.  სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიალს  პრემიერ-მინისტრიც დაესწრო. გიორგი გახარიამ მშენებელ კომპანიას შეახსენა, რომ სამუშაოები 17 თვეში უნდა დასრულდეს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგსა“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე ხელშეკრულება დაახლოებით ერთი კვირის წინ გაფორმდა.

სამუშაოების  ღირებულება 38 მილიონ ლარზე მეტია. ხელშეკრულების მიხედვით, სამი კორპუსი უნდა აშენდეს. ბინებს ელოდება 1000 მეტი ოჯახი, საცხოვრებელს კი მხოლოდ 582 ოჯახი მიიღებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში