პოლიციამ სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

19 თებერვალი 2020, 10:00 515 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფში" დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელსაც ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1702 აბი და 2 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება "მდმა", "პრეგაბალინის" შემცველი ფსიქოტროპული საშუალება"ლირიკის" 490 კაფსულა, 72 გრამი "ამფეტამინი" და 237 გრამი გამომშრალი "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში