პარლამენტში დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ

17 თებერვალი 2020, 14:18 1696 ნახვა

პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წევრები, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ. განაცხადეს, რომ არ აპირებენ სხდომის ჩაშლას, გეგმავენ დეპუტატებს მხოლოდ იმ ადამიანების ფოტოები დაურიგონ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან. 

"ამის მონა ხართ თქვენ, მე თვითონ გავალ, ხელი გამიშვით, არ ვაპირებ სხდომის ჩაშლას" - უთხრა ელენე ხოშტარიამ ირაკლი შოთაძეს, რომელიც სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბით მივიდა. ასევე, მას ხელში ჰქონდა ფლაერები, რომელზეც მისი თქმით პოლიტპატიმრებია ასახული, რომლის შემოქმედია პროკურატურა. 

"ეს ადამიანი სისტემაში არის თოჯინა, ჩვენ დავანახეთ პირდაპირი მნიშნელობით ვისი მონაა. ამ პოლიტიკურ სიტუაციაში, ის შეიძლება გახდეს ხელმეორედ პროკურორი,  რადგან ბიძინა ივანიშვილს მოუნდა ასე...  ამით ის საზოგადოებას შეურაცხყოფს. ის ადამიანები ვინც მიესალმებოდნენ მის წასვლას, ახლა მიესალმებიან მის მეორედ მოსვლას, ასე დასცინის ივანიშვილი ადამიანებს...  ჩვენ ამ ფორმით აუცილებლად დავანგრევთ ამ სისტემას, რომელიც ადამიანს ასე ულახავს ღირსებას" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ  სურს დაარიგოს ეს ფლაერები, თუმცა პარლამენტის მანდატური სთავაზობს ფლაერების თავად დარიგებას. 

"მონას მოგმართავთ, თქვენ, ბატონო ირაკლი, თქვენი დანიშვნით ბიძინა ივანიშვილი ხალხს ეუბნება, რომ რაც უნდა იმას იზამს, დიახ თქვენ ხართ მონა" - იძახდა სხდომათა დარბაზში თინა ბოკუჩავა. 

ირაკლი შოთაძეს დეპუტატებისთვის არ უპასუხია, მომგვიანებით კი, გამოსვლის დროს თქვა:  "მხოლოდ აღზრდა რას უშველის, თუ ბუნებამ არ უშველაო". 

საქართველოს პარლამენტში, ამ წუთებში გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ოპოზიციური პარტიის წევრები,  ოფიციალურად არ აპირებენ დაესწრონ მოსმენას.

ამ პოსტზე ირაკლი შოთაძის ხელმეორედ არჩევას აპროტესტებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში