შვილის გაყიდვაში ბრალდებულმა ქალმა გირაო ვერ გადაიხადა და ციხეში რჩება 

13 თებერვალი 2020, 15:35 682 ნახვა

4 თებერვალს, ბავშვის გაყიდვის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არის ბავშვის დედა, შუამავლები და გინეკოლოგები. გამოძიება მათ ჩვილის 13 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ გაყიდვას ედავება. 

7 ბრალდებული სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, მათ შორის ახალშობილის დედაც. მოსამართლის გადაწყვეტილებით მას 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა, თუმცა ქალმა ვერ გადაიხადა და ის საპატიმროში რჩება. დანარჩენი 6 პირმა კი დატოვა ციხე. 

ბავშვის გაყიდვაში ბრალდებული გინეკოლოგი კი, მისი ადვოკატის განცხადებით აღიარებს დანაშაულს და ყვება, რომ შესთავაზა ბავშვის გაყიდვა დედას, რომელსაც მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა. 

" 7 თვის ორსული ქალი მივიდა ექიმთან, რომელსაც მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა, ექიმმა კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვი შეენარჩუნებინა ცოცხლად დადაარწმუნა ბავშვი გაეჩინა" - ამბობს ადვოკატი, ამტკიცებს რომ გინეკოლოგის მთავარი მოტივაცია იყო ბავშვის გადარჩენა და მისი კეთილდღეობა.

ფინანსურ ნაწილზე ადვოკატი ამ ეტაპზე არ ლაპარაკობს. ბრალდების ინფორმაციით კი, ექიმმა შესთავაზა ბავშვის გაყიდვა. 

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი" _ წერია საგამოძიებო უწყების პრესრელიზში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი