წლის საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ სამხრეთ კორეულმა ფილმმა „პარაზიტი“ მოიპოვა

10 თებერვალი 2020, 18:46 421 ნახვა

სამხრეთ კორეული ფილმი "პარაზიტი" ოსკარის ისტორიაში პირველი არაინგლისურენოვანი ფილმია, რომელმაც მთავარ, წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმმა "პარაზიტი" ოსკარის 4 ნომინაციაში გაიმარჯვა. ბინგ ჯუნ ჰო წლის საუკეთესო რეჟისორად დასახელდა და ასევე ჯილდო მიიღო ორიგინალური სცენარისთვის. "პარაზიტმა" გაიმარჯვა წლის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაშიც.

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი ხოაკინ ფენიქსი გახდა, რომელმაც ოსკარი ჯოკერის შესრულებისთვის მიიღო. ბრედ პიტმა თავისი პირველი ოსკარი კვენტინ ტარანტინოს ფილმში, "ერთხელ ჰოლივუდში", მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში