ქობულეთში, ცეცხლაძეების 5 წევრიანი ოჯახი გამოასახლეს - ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი

07 თებერვალი 2020, 15:12 5426 ნახვა

ხმაური და დაპირისპირება ქობულეთში გამოსახლეობის პროცესის დროს.  ცეცხლაძეების ოჯახის გამოსახლების ამ წუთებში პროცესი სრულდება, ოჯახის რამდენიმე წევრი შეუძლოდ გახდა და ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც აღსრულების პოლიციაში აცხადებენ, საქმე უკვე 5 წელია  გრძელდება და მოლაპარაკება ვერ შედგა. 

აქედან გამომდინარე მოთხოვნის საფუძველზე აღსრულებამ მიმართა უკიდურეს ზომებს, მანამდე მოსახლეობა პროტესტის ნიშნად მცირე ხნით ქუჩაც გადაკეტა, ადგილზე მისული იყო ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში კობა ნაკაიძე, რომელიც ბოლო ინფორმაციით ოჯახის მევალესთან მოლაპარაკებას ცდილობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში