შეხვედრები კონგრესმენებთან

07 თებერვალი 2020, 12:09 1242 ნახვა

„ჩვენი პოზიციები არ უნდა გავიაზროთ როგორც გაბრაზების, ან განაწყენების გამომხატველი გზავნილები, არამედ, როგორც მეგობრებს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების გამომხატველი ჟესტი“ - განაცხადა კონგრესმენმა ადამ კიზინგჰერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონგრესმენსა  და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, კონგრესმენმა ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

არჩილ თალაკვაძესა კონგრესმენს შორის შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ამერიკული მხარე დადებითად აფასებს ამ კუთხით განხორციელებულ რეფორმებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში