ჩინელი ექიმი, ლი ვენლიაგი, რომელიც დეკემბრიდან კორონავირუსისგან თავდასაცავად მოსახლეობას აფრთხილებდა და ინფორმაციას აწვდიდა, დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა.
CNN-ის ინფორმაციით ამ ფაქტის გამო ექიმი ლი ვენლიაგი ადგილობრივმა ხელისუფლებამ პოლიციაში დაიბარეს და ხელწერილი დააწერინეს "ინტერნეტ სივრცეში ჭორების გავრცელებასა" და "წესრიგის დარღვევაზე".
ექიმი საავადმყოფოში 12 იანვარს მოათავსეს. 1 თებერვალს კი მას კორონავირუსის დაავადება დაუდგინდა, რომელიც პაციენტისგან გადაედო.