დიდთოვლობის გამო, ხულოსა და შუახევის 17 სკოლაში სწავლა შეწყდა

24 იანვარი 2020, 11:08 2548 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში დილიდან თოვს. დიდთოვლობის გამო ხულოსა და შუახევის 17 საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი არ შედგა. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, მოსწავლეები სკოლაში არ გამოცხადდნენ, შესაბამისად გაკვეთილები დღეს არ ჩატარებულა. 

რაც შეეხება ქედას, მერიაში ამბობენ, რომ სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. მხოლოდ 4 ბაღი არ მუშაობს, სადაც დღეს აღსაზრდელები არ გამოცხადდნენ. 

დაბა ხულოში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. გაწმენდითი სამუშაოები სოფლების მიმართულებით  ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში