მძღოლებს ამის შესახებ არ უცნობებიათ - განმარტება ავტობუსში წყლის ჩასვლაზე

21 იანვარი 2020, 17:33 2200 ნახვა

დღეს ჟურნალისტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ბათუმის ავტობუსში ''წვიმდა'', სველი იყო სკამები და მგზავრების ნაწილი ფეხზე იდგა, არც კარი იკეტებოდა ბოლომდე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის ''ავტოტრანსპორტს'' დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ არ სმენიათ. ამასთან დაკავშირებით დღეს არც მუნიციპალური ავტობუსის მძღოლებს უთქვამთ. გვითხრეს, რომ #1 ხაზზე მოძრავ ყველა ავტობუსს დღის ბოლოს შეამოწმებენ და ხარვეზიანს ხვალ ქალაქში სამოძრაოდ არ გაუშვებენ. 

''ავტოტრანსპორტში'' ირწმუნებიან, რომ ავტობუსები ზამთრის სეზონის წინ შეამოწმეს და მოაწესრიგეს.

ბათუმში 80 ე.წ. ყვითელი ავტობუსი მოძრაობს. ავტოპარკში არიან ახალი ავტობუსებიც. 

''თუ მიმდინარე წელს ახალ ავტობუსებს შევიძენთ, ძველების ჩანაცვლება მოხდება. ამ საკითხზეც ვმუშაობთ.  გასულ წელს 20 ავტობუსი ჩამოვწერეთ. #1 ხაზზე 10 ავტობუსი მოძრაობს, დღის განმავლობაში მძღოლები 2 სმენაში მუშაობენ. 20 ადამიანია სულ. არ დაურეკავთ და ავტობუსების დაზიანების შესახებ არაფერი უთქვამთ'' - ამბობს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ბესო დათიაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში