"და ჩვენ ვიცეკვეთ" შვედეთის კინოდაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა

21 იანვარი 2020, 11:27 2697 ნახვა

ლევან აკინის ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) შვედეთის მთავარ კინოდაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ასევე, მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს. ფილმი ქართული კომპანიის Takes Film და შვედური კომპანიის French Quarter Film კოპროდუქციაა, რომლის პრემიერაც 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა.

ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში 25 ფილმს შორის მოხვდა.

ქართულენოვანი ფილმი, ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ გვიყვება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება.

საქართველოში ფილმის პრემიერას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ლევან ვასაძემ, დიმიტრი ლორთქიფანიძე, "ქართული მარშის" წევრები და "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება" ამბობდა, რომ ფილმი საზოგადოებას რყვნის და მიიჩნევდნენ, რომ მისი ჩვენება დაუშვებელია.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში