დააკავეს პირი, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ინერტულ მასალას უკანონოდ მოიპოვებდა

21 იანვარი 2020, 10:31 929 ნახვა

საქართველოს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ლიცენზიის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის, წიაღით უკანონოდ სარგებლობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით, ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მდინარე სუფსის კალაპოტში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ახდენდა ქვიშა-ხრეშის მოპოვებას, რომელიც შემდგომ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გაწერის გზით, ფორმალურად აისახებოდა ერთ-ერთი კომპანიის სახელზე.

დადგენილია, რომ აღნიშნული გზით, უკანონოდ იქნა მოპოვებული 15 775 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში, გარემოზე მიყენებული ზიანი 15 000 ლარს აღემატება.

''გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე, 299-ე, 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით. 

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით'' - წერია საგამოძიებო უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი