დაბრუნდება თუ არა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად?

17 იანვარი 2020, 18:30 1298 ნახვა

დაბრუნდება თუ არა ირაკლი შოთაძე ერთი წლისა და 8 თვის შემდეგ ისევ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ერთი თვის ვადაში გაირკვევა. ცოტა ხნის წინ  ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა. მთავარი პროკურორობისთვის 14  პირი იბრძოლებს, მათ შორის ძირითადად არიან პროფესიულ წრეებში ცნობილი იურისტები, თუმცა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სახეები. 

მათგან ერთს კი საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. ირაკლი შოთაძის კვლავ გენერალურ პროკურორად შესაძლო დანიშვნას სამოქალაქო სექტორი საზოგადოების დაცინვად აფასებს, ისევე როგორც ოპოზიცია. ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" არა სისტემის დამოუკიდებლობასა და მის გაჯანსაღებაზე, არამედ მხოლოდ მათი ერთგული კადრების დანიშვნაზე ფიქრობს. უმრავლესობა კი შოთაძის კანდიდატურის მხარდაჭერას აპირებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში