თუ ვერ შევძლებთ გაერთიანებას, ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით - საქართველოს პრეზიდენტი 

14 იანვარი 2020, 14:00 1535 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

ქართული დროშის აღმართვის ცერემონია ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი დროშის მნიშვნელობას გაუსვა და განმარტა, რომ ქართული დროშა არის სახელმწიფოს, ერთიანობისა და ისტორიის სიმბოლო. 

„მინდა, ბავშვებს, ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ამ დროშის პატივისცემა, ეს არის არა რაღაც შავი სიმბოლო, ეს არის თქვენი თავის პატივისცემა, თქვენი ქვეყნისა და იმ ღირებულებების, ფასეულობების პატივისცემა, რითაც მოდის ეს ქვეყანა. პირველ რიგში ეს დროშა ერთიანობის დროშაა. ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ, გავერთიანდეთ ჯერ ჩვენს შორის, საზოგადოებაში. ეს დროშა მოგვეცა, რამდენი საუკუნეა, რომ ამ დროშის ქვეშ ჩვენი გმირები იბრძვიან, ძალიან ბევრი დაიღუპა ამ დროშის ქვეშ, შემდეგ სხვა დროშის ქვეშ, მაგრამ ეს არის რეალურად ერთიანი დროშა ჩვენი ისტორიისა. ჩვენ რომ ვიყოთ ამის ღირსი, უნდა დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რაც დგას ამ დროშის უკან, ეს არის ქრისტიანობა თავისი სიყვარულით. ჩვენ თუ ეს ვერ შევძელით, ვიქნებით დაპირისპირებული და დაყოფილი ბანაკებად, არც ამ დროშის, არც ამ ქვეყნის ღირსი არ ვიქნებით"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ წლის დასაწყისში, მინდა, ყველას გისურვოთ, ვიყოთ ამ დროშის ღირსი, ვიყოთ ის ქართველები, რომლებმაც ეს დროშა შექმნეს და აქამდე ატარეს, მაშინ ვიქნებით იმ მომავლის ღირსი, რომელიც დევს ასევე ამ დროშაში სრულიად საქართველოსთვის“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი