ხანძრის რამდენიმე ახალი კერა ავსტრალიაში

12 იანვარი 2020, 12:00 1625 ნახვა

ავსტრალიაში ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა. ხანძრის მასშტაბურობის გამო მაშველებს ექსტრემალურ პირობებში უწევთ მუშაობა. ხანძრის ახალი კერები ალპურ ზონაში მდებარე ქალაქებს უახლოვდება. ხელისუფლებას ვითარების გაუმჯობესების მოლოდინი აღარ აქვს. რამდენიმე შტატში ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევაკუაცია დაგვიანებულია.

მაშველები სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გამოყვანას ვეღარ ახერხებენ. ცეცხლი უკვე 150- ზე მეტ კერას უკიდია. ხანძრის მასშტაბურობის გამო ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში ავსტრალიელ მეხანძრეებს კანადელი და ამერიკელი მაშველები ეხმარებიან. დიდი ბრიტანეთი, კანადა, ლათინური ამერიკის ქვეყნები, ესპანეთი, გერმანია - ავსტრალიაში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გამო მთელი მსოფლიოში აქცია- პერფორმანსები იმართება.

დემონსტრანტები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვენ. ტყის ხანძრებმა ავსტრალიის ფლორასა და ფაუნას კატასტროფული ზიანი მიაყენა. სტიქიამ მილიარდზე მეტი ცხოველი გაანადგურა. ალმოკიდებული ტყეებიდან ცხოველები ადგილობრივებსა და მეხანძრეებს გამოჰყავთ. სტიქიას ბოლო მონაცემებით 27 ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში